კახა კალაძე: ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ – მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო, ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს

“ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო, ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკოსი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია არც უნდა ჰქონდეს.

„ხომ აქვთ პრეტენზია, ხომ ამბობენ, მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო. არის ხუთპროცენტიანი ბარიერი და ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ამ ხუთპროცენტიან ბარიერს. როდესაც პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, თუ ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები