გაერო: ბოლო 10 დღეში ღაზას სამხრეთის რაიონები კიდევ 200 ათასმა ადამიანმა დატოვა
გაეროს ჰუმანიტარული ოფისის ცნობით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ბრძოლების შემდეგ, ტერიტორია ბოლო 10 დღის განმავლობაში კიდევ 200 ათასმა ადამიანმა დატოვა.
ისრაელი ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრებ ადამიანებს სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს და ამ მიზნით ყოველდღიურად ჰუმანიტარული პაუზები ეწყობა.
დღესაც, ისრაელის არმიამ საბრძოლო მოქმედებების 4-საათიანი შეჩერება გამოაცხადა.
გაეროს მონაცემით, ომის დაწყების შემდეგ ღაზას 2,3-მილიონიანი მოსახლეობიდან საკუთარი სახლები ორ მესამედზე მეტმა დატოვა.