ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზაში 4-საათიანი ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ქალაქ ღაზაში ოთხსაათიანი ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადეს.
ამის შესახებ არმიის განცხადებაშია ნათქვამი.
„10.00-დან 14.00 საათამდე ღაზას სექტორის დარაჯ-ტუფას რაიონში ჰუმანიტარული მიზნებისთვის სამხედრო ოპერაციის ტაქტიკური პაუზა იქნება“, – ნათქვამია არმიის განცხადებაში.
ისრაელის არმიამ მშვიდობიან მოსახლეობას სამხრეთით, სალადინის გზით გადაადგილებისკენ მოუწოდა.