კახა კალაძე: დიდი უბედურებაა, რომ ეროვნულ ინტერესზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც აგენტები არიან

“ძალიან დიდი უბედურებაა, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აგენტები არიან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს.

„ქართველი ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს და ხედავს ყველაფერს, რა მოცემულობაა, ვინ არიან ეს ადამიანები, რით იკვებებიან, რა არის მათი დღის წესრიგი. შესაბამისად, ისეთი რეიტინგი აქვთ, რასაც იმსახურებენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ხაზარაძემ განაცხადა: “ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მომავალზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები