“ჩინეთი და რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სამხედრო პოტენციალის გაზრდაში ეხმარებიან” – პენტაგონი
ჩინეთი და რუსეთი ჩრდილოეთ კორეას თავისი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებასა და გაეროს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომლის სიტყვებს Reuters-ი ციტირებს.
”ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ჩინეთი და რუსეთი ეხმარებიან ჩრდილოეთ კორეას თავისი შესაძლებლობების გაფართოებაში და საშუალებას აძლევენ მას, თავი აარიდოს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს”, – თქვა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და გაეროს სხვა ქვეყნები შეშფოთებულნი არიან რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაზრდით, ასევე, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის გადაცემით, რომელიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში.