ირაკლი კობახიძე: ხაზარაძის განცხადებიდან ჩანს, რომ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია გადართულია სახელმწიფოს დაზიანებაზე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
“ხაზარაძის განცხადებიდან ჩანს, რომ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია გადართულია სახელმწიფოს დაზიანებაზე, მეტი ინტერესი არ აქვთ, ამის გაგრძელებაა მისი ეს განცხადება, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების წარმომადგენლების თუ სხვა პირების დასანქცირებას. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. ამ ვითარებაში, როდესაც ევროკომისიამ გასცა დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპულმა საბჭომ ცოტა ხანში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, ამ ფონზე, როდესაც შენ ცდილობ, რომ ვიღაცების დასანქცირება უზრუნველყო, ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანების თვითმიზანია სახელმწიფოს დაზიანება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “კურიერთან” საუბრისას.
ცნობისთვის, ხაზარაძემ განაცხადა: “ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მომავალზე”.