„ქართული ოცნება“ კარგ ჟესტს გააკეთებს, თუ ოპოზიციასთან ერთად მხარს დაუჭერს საარჩევნო ბარიერის ცვლილებას” – ჰერმან საბო

„ქართული ოცნება“ კარგ ჟესტს გააკეთებს, თუ ოპოზიციასთან ერთად მხარს დაუჭერს მეორე და მესამე მოსმენით საარჩევნო ბარიერის ცვლილებებს”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

„მგონი, „ქართული ოცნება“ კარგ ჟესტს გააკეთებს, თუ ოპოზიციასთან ერთად, მხარს დაუჭერს მეორე და მესამე მოსმენით ამ (საარჩევნო ბარიერის) ცვლილებებს. ამით ევროპელებს დავანახებთ, რომ პოლარიზაცია ცოტა შემცირდა, ერთად შეგვიძლია მუშაობა და მართლა უკეთესი საარჩევნო გარემოსკენ გადავდგამთ ნაბიჯს“, – აღნიშნა საბომ.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები