ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან – ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და, სულ მცირე, 100 000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ

“როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან – ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და, სულ მცირე, 100 000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ, რომ თავიანთი სოლიდურობით სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვონ.

„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან – ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და, სულ მცირე, 100 000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი სპეკულაცია. პოლიტიკური პარტიების ცხოვრება არა ვიწრო, დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების ეგოიზმზე უნდა ეწყობოდეს, არამედ პირიქით, ორიენტაცია უნდა ხდებოდეს იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ თავიანთი სოლიდურობით სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები