GORBI: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ 55%

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%

„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%

„ლელო“ 4%

„ევროპული საქართველო“ 3%

„საქართველოსთვის“ 3%

„პატრიოტთა ალიანსი“ 2%

„ლეიბორისტული პარტია“ 2%

„მოქალაქეები“ 1%

„გირჩი“ 1%

სხვა 5%

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები