„დღემდე თითი თითზე არ დაუდიათ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო“ – დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

„დღემდე მათ თითი თითზე არ დაუდიათ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პირიქით, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კოლაფსი მომხდარიყო, კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას, სიტუაცია ადუღებულიყო და მათი საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ეს სიბინძურე გამოეყენებინათ. შედეგი სხვა დადგა – ოპოზიციამ სახე დაკარგა და დღეს ისინი ცდილობენ, ხავსს მოეკიდონ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები