“ზურაბიშვილი გახდა ასანთი პატარა ბავშვის ხელში, 24-საათიან რეჟიმში უნდა დააკვირდე, რომ თავისი განცხადებებით არ დააზიანოს სახელმწიფო” – გურამ მაჭარაშვილი

„ზურაბიშვილი გახდა ასანთი პატარა ბავშვის ხელში, 24-საათიან რეჟიმში უნდა დააკვირდე, რომ თავისი განცხადებებით არ დააზიანოს სახელმწიფო“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„თუნდაც ბოლო განცხადება ჩინეთზე იმაზე მეტყველებს, რომ ის ფუნქციები, რომლებიც აქვს ზურაბიშვილს, იყოს რელევანტური ამ ადამიანისთვის. ამიტომ, არსებობს 24-საათიანი რეჟიმი და საზოგადოება ახლა ხვდება, რატომ არ უშვებდა მშობელი, ანუ მთავრობა ამ პატარა ბავშვს – ზურაბიშვილს, ასანთით ხელში უცხოეთში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სი ძინპინისა და პუტინის გასამართლებაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ, მისი შინაგანი რწმენით, „ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები