ირაკლი ჩიქოვანი – პრეზიდენტზე: ძალიან არაადეკვატური დღის წესრიგით მოქმედებს

“მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი გადაურჩა იმპიჩმენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების არარსებობის გამო, თავიდან ბოლომდე ჩაეწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში და ძალიან არაადეკვატური დღის წესრიგით მოქმედებს. თუმცა, ეს არაადეკვატური დღის წესრიგი ხელს აძლევს რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,ცირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანას შესაძლოა კოალიციური მთავრობა მართავდეს.

ჩიქოვანის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ უნდა ხელისუფლებაში, სალომე ზურაბიშვილს ამას არავინ ჰკითხავს.

„დღეს საქართველოში არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია სახელმწიფოს მმართველობაზე. სახელმწიფოს მმართველობა, რომელიც დაყრდნობილია საზოგადოების ნდობაზე. ეს არის ობიექტური რეალობა. თუ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ უნდა ხელისუფლებაში, სალომე ზურაბიშვილს ამას არავინ ჰკითხავს. ამას ვეკითხებით საქართველოს მოქალაქეებს. რაც შეეხება ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარ პრინციპს, ეს არის ის, რომ როდესაც არჩევნებში კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას, რომელიც აისახება პარლამენტის მანდატებში, იმით განისაზღვრება თუ რა დონის მმართველობა და როგორი მმართველობა უნდა იყოს იმ დროს და იმ პერიოდში სახელმწიფოში. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ გვექნება მანდატი, რომელსაც მოგვანიჭებს ქართველი ხალხი და არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსი, ან თანამდებობის პირი, თუნდაც ფორმალური. რეალურად დღეს მივიღეთ გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი გადაურჩა იმპიჩმენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების არარსებობის გამო, თავიდან ბოლომდე ჩაეწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში და ძალიან არაადეკვატური დღის წესრიგით მოქმედებს. თუმცა ეს არაადეკვატური დღის წესრიგი ხელს აძლევს რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები