მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კალინ უნგურთან და ევროკავშირში ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენელთან რუმენ ალექსანდროვთან. ასევე, ბრიუსელის ევროპული პოლიტიკის კვლევით ცენტრში (EPC) მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციას და რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

ასევე, განიხილეს დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პერსპექტივა და წევრი ქვეყნების პოზიციები.

მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, კანდიდატი ქვეყნების დროულად გაწევრიანების მნიშვნელობაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე, რეგიონში, საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და როლზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები