ირაკლი ბერაია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართულებები, კომიტეტსა და სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები.
„ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. ნატოში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, ჟოზეფინ კიუნელ ალბარაზი დაესწრო.