ზარქუა – კეზერაშვილზე: საგიჟეთია, რა, ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა იმ დალოცვილს, მთელი ევროპა გაძარცვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ Edison Research-ის კვლევაში ასახულ ცვლილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ხოლო ჩასწორების შემდეგ 101%.

„ამ კვლევებს წერს ის ჯიგარი, იქით რომ არის, კეზერა, ევროპელ პენსიონერებს რომ ძარცვავს, თქვენმა კოლეგებმა რომ ამხილეს. ეტყობა, ის მათემატიკოსი არაა და გაეპარა, 102% დასვა. მერე გადააკეთეს, მაინც 101% გამოუვიდათ. საგიჟეთია რა, ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა იმ დალოცვილს, მთელი ევროპა გაძარცვა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები