ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ქვეყნის შს მინისტრად დაინიშნა

რიში სუნაკის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი, ქვეყნის შს მინისტრად მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასულ კვირას თანამდებობიდან სუელა ბრავერმანი მოიხსნა.

კლევერლი საგარეო უწყებას გასული წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.

ცოტა ხსნი წინ მან, უკვე შს მინისტრის რანგში, პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრად. მიზანი ნათელია. ჩემი სამუშაოა – უზრუნველვყო ამ ქვეყანაში ადამიანების უსაფრთხოება”.

2015 წლიდან ის პარლამენტის წევრი იყო, ასევე, მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იკავებდა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტს, იყო განათლების მინისტრიც.

რაც შეეხება სუელა ბრავერმანს, თანამდებობიდან მისი მოხსნა გაზეთში მის მიერ დაწერილ სტატიას მოჰყვა, რომელშიც ის დედაქალაქის პოლიციის ქმედებას აკრიტიკებს მემარცხენე და მემარჯვენე აქციების დაშლის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები