ილია დარჩიაშვილი: ძალას არ ვიშურებთ, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი
“ძალას არ ვიშურებთ, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგებს და აუცილებლად მივაღწევთ მშვიდობიან დეოკუპაციას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მთავარი გამოწვევაა.
„ერთ-ერთი ყველაზე რთული, მთავარი და სენსიტიური გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც არ არიან დღეს საქართველოს კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს, ჩვენი ევროინტეგრაციის პარალელურად, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალას არ ვიშურებთ, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგებს და აუცილებლად მივაღწევთ მშვიდობიან დეოკუპაციას.
ჩვენი დამოკიდებულებაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არის, რომ არა მხოლოდ ჩვენ მივიღებთ ამით სარგებელს, არამედ ჩვენ ჩვენი ღირებულებებით შევალთ ამ ოჯახში. ის სარგებელი, რომელიც უნდა მივიღოთ, ასევე გვინდა ჩვენი თანამოძმეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის მიღმა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გონივრული, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას“, – განუცხადა დარჩიაშვილმა “პირველ არხს”.