შალვა პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მისი შექმნის დღიდან და რჩება ასეთად ყველა მონაცემების მიხედვით

“გეოპოლიტიკური ფაქტორები ქმნიან ხელსაყრელ ან რთულ გარემოს, თუმცა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა იგი ამ გარემოებებს სათავისოდ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მისი შექმნის დღიდან და რჩება ასეთად ყველა მონაცემების მიხედვით.

“საერთაშორისო პოლიტიკის ცვლილებები გავლენას ახდენს საქართველოს პროგრესზე ევროპის მიმართულებით. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საქართველოსათვის შესაძლებლობად. ამ გაუმართლებელმა და არაადამიანურმა შეჭრამ კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც რთული უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენი ქვეყნისათვის. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები თითქმის თბილისის მახლობლად არიან და ყოველდღიურად ემუქრებიან საქართველოს სუვერენიტეტს. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის ბოლოდროინდელი მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის რეგიონში.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა დემოკრატიული მმართველობა იარაღის მუქარის ქვეშ განავითარა. ძალიან რთულია ვიპოვოთ სხვა ერი, რომელსაც გააჩნია ასეთი დემოკრატიული მიღწევები მსგავს საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საქართველოსათვის შესაძლებლობად წარმოჩენა ამორალურია. დიახ, მან შეცვალა გეოპოლიტიკა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მისი შექმნის დღიდან და რჩება ასეთად ყველა მონაცემების მიხედვით.

რაც მთავარია, გეოპოლიტიკა არ შეცვლილა 2022 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ევროკომისიის დასკვნა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო ნეგატიური. შესაბამისად, რიტორიკულად რომ ვიკითხოთ, როგორ აღმოჩნდა გეოპოლიტიკა მხოლოდ ახლა ჩვენს მხარეს, საქართველოს მიერ თავისი მიღწევების გაუმჯობესების გარეშე”,- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები