ქარელში, ერთობის ქუჩაზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაგეგმილია ქარელში 15 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა პროექტის ფარგლებში ერთობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აღნიშნულ ქუჩაზე, ამ ეტაპზე, ხორციელდება ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა,ასევე დაგეგმილია ასფალტობეტონის საფარის დაგება.

სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები