სახალხო დღესასწაული ,,ქარელობა 2023″ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

სახალხო დღესასწაული ,,ქარელობა 2023″ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.

საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით როგორ შეიძლება ხმის მიცემა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონცერტი სადაც მუნიციპალიტეტში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ,ფოლკლორულმა ,სალოტბარო და საესტრადო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქარელის მუნიციპალიტერტის მერმა ზაზა გულიაშვილმა ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა საგამოფენო სივრცეები და მეწარმეთა ნამუშევრები.

სახალხო დღესასწაული დასრულდა ჯუფი „REGGAEON” ის გალა კონცერტით და ფოიერვერკით .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები