აშშ-მა სირიაში ირანის ბაზები დაბომბა

შეერთებულ შტატებში გამოაცხადეს, რომ სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყის საზღვართან, ირანის ორ ბაზაზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, დარტყმები განხორციელდა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) და ევფრატის ველზე, მაიადინსა და აბუ-ქამალში ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებების ობიექტებზე.

ოსტინის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დარტყმები განხორციელდა ამერიკული ჯარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები