ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის სტანდარტებთან მაქსიმალურად მისაახლოებლად რეფორმების გატარება მუდმივი პროცესი იქნება

“ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი გვაქვს. ევროკომისიის დასკვნა უკვე საბოლოო ეტაპია, როცა ევროსაბჭო სტატუსს მოგვანიჭებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის სტანდარტებთან მაქსიმალურად დასაახლოებლად რეფორმების გატარება მუდმივი პროცესი იქნება.

„რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ის რეფორმები იქნება განსახორციელებელი, რაც ცხრა ნაბიჯში წერია, არამედ სხვა მიმართულებითაც გარკვეული რეფორმები იქნება გასატარებელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს იქნება მუდმივი პროცესი და დაკავშირებული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდგომ რეფორმირებასთან, რათა ევროკავშირის სტანდარტებთან მაქსიმალურად იყოს მიახლოებული. აქედან გამომდინარე, ნუ ვიტყვით, რომ რაღაც ზღვარია, რომლის შემდეგაც საქართველოს არ ექნება რეფორმები გასატარებელი. ეს იქნება მუდმივი, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ჩვენ ამ რეფორმებს გავატარებთ. გავატარებთ როგორც ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში, ასევე ჩვენი ქვეყნის კონკრეტულ ინტერესებთან შესაბამისობაში ყოფნით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები