ისრაელის არმია ღაზაში ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად სამხედრო ოპერაციას აგრძელებს

ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ღაზას დასავლეთით მდებარე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად სამხედრო ოპერაცია გრძელდება.

სამხედრო მოქმედებების ომის ზონაში მდებარეობს ალ-კუდის უნივერსიტეტი და აბუ ბაქრის მეჩეთი, სადაც, ისრაელის სამხედროების თქმით, “ჰამასის” მებრძოლები იმყოფებიან.

IDF-მა გაავრცელა ათობით იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ამსახველი ფოტოები, რომლებიც ამოღებულია რეიდების, ასევე, “ისლამური ჯიჰადის” წევრის რეზიდენციის შტურმის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები