“ჰამასი”: ალ-შიფას ჰოსპიტალში, სულ მცირე, 2300 ადამიანი იმყოფება

“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში, რომლის გარშემოც ბრძოლები მიმდინარეობს, სულ მცირე, 2300 ადამიანი იმყოფება.

უწყების მონაცემი პალესტინის ტერიტორიებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამ მონაცემების მიხედვით, ღაზას უმსხვილეს ალ-შიფას ჰოსპიტალში ბლოკირებულია 600-650 პაციენტი, 200-დან 500-მდე თანამშრომელი და, დაახლოებით, 1500 ადგილობრივი მცხოვრები.

„ელექტროენერგიის, წყლისა და საკვების არარსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი.

მათი ინფორმაციით, საავადმყოფოს ტერიტორიიდან გასვლა შეუძლებელია – არ არსებობს უსაფრთხო გზა, რადგან ირგვლივ ბრძოლებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები