„გრემის” დაჯილდოების ნომინანტთა სიაში ივან ლინსის ალბომიც მოხვდა, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა

გამოქვეყნდა 2024 წლის „გრემის” დაჯილდოების ნომინანტთა სია, რომელთა შორისაც ნომინაციაში „საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი“ მოხვდა ბრწყინვალე მუსიკოსის ივან ლინსის ალბომი “My Heart Speaks” რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
„კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ ამ აღიარებას თბილისის სიმფონიური ორკესტრის ყველა წევრს და მაესტრო ვახტანგ კახიძეს!
ველით დაჯილდოების საბოლოო შედეგს და ვუსურვებთ ნომინაციაში გამარჯვებას“! – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები