ელისო ბოლქვაძე საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საუდის არაბეთის სამეფოს ელჩთან, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის დიპლომატიის საკითხებზე ისაუბრეს და ამ კუთხით საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2024 წელს საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება და მხარეებმა, ამ თარიღის აღსანიშნავად, კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები განიხილეს.