ირაკლი ქადაგიშვილი: საერთაშორისო სანქციებთან მიერთების კუთხით საქართველო სამაგალითო ქვეყანაა, განსხვავებით ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნისგან

„საერთაშორისო სანქციებთან მიერთების კუთხით საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა, განსხვავებით ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნისგან, სადაც კარგად ახერხებენ სანქციების გვერდის ავლას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიას არ მოუთხოვია, რომ საქართველომ რუსეთს პირდაპირი სანქციები დაუწესოს.

“ყველა მონიტორინგი აჩვენებს, რომ საქართველო ამ მხრივ არის სამაგალითო, მაგრამ რაც შეეხება პირდაპირ სანქციას, ამაზე ჩვენი პოზიცია ნათელია და არც ევროკომისიას მოუთხოვია, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს პირდაპირი სანქციები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმის მიყენებას და პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ესკალაციის გაღრმავებას და ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვიცავს არც ერთი საერთაშორისო გარანტორი”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები