პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ

დღეს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებენ.

ამასთან, ღია კენჭისყრის წესი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის მიხედვით ის ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ.

ცვლილებები ასევე შეეხება ვიცე-სპიკერების რაოდენობას. ხუთი ვიცე-სპიკერის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ეყოლება. მათგან სამ მოადგილეს აირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობიდან, სამს კი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან. გარდა ამისა, რეგლამენტში ცვლილებები ასევე შეეხება პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშების მოსმენის საკითხსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები