ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან დიდი და მყარი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ევროკომისიას დადებითი რეკომენდაცია გაეწია და მერე ევროპულ საბჭოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ფაქტობრივად, უკვე შესაძლებელია იმის თქმა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება შემდგარი ფაქტია.
„ძალიან დიდი და მყარი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეკომენდაციები და ვალდებულებები დაგვემატა უკვე გარკვეული ვადების გარეშე. ფაქტობრივად, როგორც კი დავასრულებთ ამ პროცესს, ეგრევე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია უკვე მოლაპარაკებების პროცესის დაწყება“, – განაცხადა ბოჟაძემ.