თალაკვაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: ევრორეკომენდაციების შესასრულებლად  არცერთ სამუშაო პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა

ხელისუფლებისა და ხალხის ერთმანეთისგან დაშორება არის ტიპური რუსული პროპაგანდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “იმედის კვირას” განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პირველად რუსეთმა სცადა საქართველოში, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაეშორებინა ხალხისგან. მისივე თქმით, არცერთ ნამდვილ ევროპელს აზრად არ მოუვა, რომ ხელისუფლება და ხალხი ევროინტეგრაციის პროცესში ერთმანეთს დააშოროს.

“ევრორეკომენდაციების შესასრულებლად  არცერთ სამუშაო პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა და, პრაქტიკულად, არ დაუჭირეს მხარი არცერთ რეფორმას, რომელიც ევრორეკომენდაციების განხორციელებას ეხებოდა“, – განაცხადა თალაკვაძემ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში რადიკალური ოპოზიციის ჩართულობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები