ილია დარჩიაშვილი: მომავალი წლის არჩევნები იქნება სამაგალითო და სათანადოდ შეფასდება
ჩვენი ინტერესია არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება. არჩევნებიდან არჩევნებამდე ვამტკიცებთ, რომ უკეთესი შეფასებები მოჰყვეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა უზარმაზარი გარღვევაა. ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი დაიდო, სიახლეები შემოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის არჩევნები იქნება სამაგალითო და სათანადოდ შეფასდება“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.