ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესი შეფასებულია სათანადოდ და არამარტო 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მის მიღმაც

“დოკუმენტში წერია და ევროკომისიის პრეზიდენტმაც პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესი შეფასებულია სათანადოდ და არამარტო 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მის მიღმაც. შესაბამისად, როდესაც საუბარია 12 რეკომენდაციის მიღმა გაწეულ ძალისხმევაზე, აქ საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგზე”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირას” განუცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში იქნება ასოცირების საბჭო, სადაც საქართველო  ახალ რეალობაში იქნება წარმოდგენილი.

“პარტნიორებთან კონკრეტულ რეკომენდაციებზე ვისაუბრებთ. გვექნება ძალიან დინამიკური მსჯელობა ძველ რეკომენდაციებზე შეფასებების ნაწილში და ახალ რეკომენდაციებზეც, თუ როგორ ესახებათ მათ და ჩვენც რეკომენდაციების შესრულება დროის თვალსაზრისით და ტექნიკური გადაწყვეტადობის კუთხით. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები