ირაკლი ზარქუა: მადლობა ღმერთს, ევროკომისიამ არ გაითვალისწინა ის სიგიჟეები, რასაც ქალბატონი სალომე საუბრობდა
“მადლობა ღმერთს, ევროკომისიამ არ გაითვალისწინა ის სიგიჟეები, რასაც ქალბატონი სალომე საუბრობდა. ჩვენი მხრიდან ის პრეზიდენტი აღარ არის”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
ზარქუას თქმით, ზურაბიშვილს უმრავლესობის მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვს.
„მადლობა ღმერთს, ევროკომისიამ არ გაითვალისწინა ის სიგიჟეები, რასაც ქალბატონი სალომე საუბრობდა. ჩვენი მხრიდან ის პრეზიდენტი აღარ არის. ფაქტობრივად, უმრავლესობის მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს – სხვათა შორის, რომელმაც აირჩია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პრეზიდენტს უმრავლესობიდან ლეგიტიმაცია არ აქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „LCI-სთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას კითხვაზე, “იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდისმე გასამართლდებიან”, უპასუხა: “ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა”.