დავით მათიკაშვილი – პრეზიდენტზე: არღვევს კონსტიტუციას და ხელს უშლის ხელისუფლების აღებულ კურსს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ზურაბიშვილი ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს ხელს უშლის.

„კარგია, რომ გამოიკვეთა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში არანაირ როლს რომ არ ასრულებს, პირიქით, ის არღვევს კონსტიტუციას და ხელს უშლის ხელისუფლების აღებულ კურსს. მართლაც რაღაც ოფიციალური კუთხით შემხებლობა რომ ჰქონოდა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის საგარეო კურსთან და პოლიტიკასთან, მას რა თქმა უნდა, ქვეყნის დაზიანების შესაძლებლობა ჰქონდა. ამიტომაც არის გასაგები, რატომ არ ენდობიან მას და რატომ არ აძლევს ხელისუფლება მას ნდობის მანდატს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „LCI-სთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას კითხვაზე, “იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდისმე გასამართლდებიან”,  უპასუხა: “ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები