გიორგი ვოლსკი: ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს ამ ფორმატში 

“ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს ამ ფორმატში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული რადიკალურ ოპოზიციაში გაწბილებას იწვევს.

„ხალხი არის სწორედ წყარო ხელისუფლების. ხალხმა სწორად გადაწყვიტა. 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოაგებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ჩვენ ამდენი ხანია ვიღვწოდით. ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს ამ ფორმატში. რასაკვირველია, ეს სერიოზულ გაწბილებას იწვევს რადიკალურ ოპოზიციაში, ვინაიდან დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები