ირაკლი ზარქუა: ევროკომისიამ ჩათვალა, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა სახელმწიფომ შეასრულა

“დიახ, ევროკომისიამ ჩათვალა, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა სახელმწიფომ შეასრულა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, დეპოლარიზაცია რადიკალების ხელშეწყობის გარეშე არ გამოვა.

„მეათე არის დეოლიგარქიზაცია, რომელზეც კანონპროექტი ჩვენ მზად გვაქვს. უბრალოდ, ევროკომისია ამბობს, რომ არ მიიღოთ, ევროკავშირი გვეუბნება, იქნებ მიიღოთო. ჩამოყალიბდებიან და როგორც იქნება აუცილებელი, ისე მივიღებთ. შემდეგი რეკომენდაცია არის დეპოლარიზაცია, რომელიც ბუნებრივია, ამ რადიკალების ხელშეწყობის გარეშე არ გამოვა. თვითონ მავნებლობდნენ, ერთმანეთი ამხილეს და ახლა რა ქნან? ნაწილი ცდილობს გადარჩეს, ნაწილი ისევ ძველ ნარატივს ებღაუჭება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები