დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ყველა არგუმენტი გამოეცალათ, თუკი რამე შეიძლება ჰქონოდათ აქტივში ხელისუფლების წინააღმდეგ სამოქმედოდ
“ოპოზიციამ მყისიერად დაკარგა სახე”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ყველა არგუმენტი გამოეცალა, თუკი რამე შეიძლება ჰქონოდა ხელისუფლების წინააღმდეგ სამოქმედოდ.
“ის, რაზეც ამდენი ხანი აპელირებდნენ, ხელის ერთი მოსმით ჩამოიშალა. ყველა არგუმენტი გამოეცალათ, თუკი რამე შეიძლება ჰქონოდათ აქტივში ხელისუფლების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ჩვენი საზოგადოება ოპოზიციას კიდევ ერთხელ გასცემს სათანადო პასუხს და არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,” – აცხადებს მათიკაშვილი.