ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: ისინი სამუდამოდ დამარცხდებიან სიმართლესთან ბრძოლაში

“ოპოზიციის მხრიდან ყველა ჯერზე განსაკუთრებული წინაღობების შექმნას ველით”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სიმართლესთან ბრძოლაში სამუდამოდ დამარცხდება.

„არცერთი ქვეყანა არ აიღებს თავის თავზე ძალიან ნეგატიურ დატვირთვას, რომ უარი უთხრას საქართველოს ამ მნიშვნელოვანი განვითარების გზაზე. თუმცა, ველით ოპოზიციის მხრიდან ყველა ჯერზე განსაკუთრებული წინაღობების შექმნას, რადგან ისინი უკვე საჯაროდ და ღიად აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსი სრულად ჩამოშლის მათ ფეიკ-დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ხელისუფლება, და ისინი სამუდამოდ დამარცხდებიან სიმართლესთან ბრძოლაში”, – აცხადებს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები