ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: მიიღო ქვეყანამ დადებითი რეკომენდაცია და ამით არ ხარობენ

“ამ ოპოზიციისათვის კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება კი არ იყო მთავარი საქმე, იმით კი არ ხარობენ, რომ სტატუსი მიიღო ქვეყანამ, მათი მოლოდინი იყო, რომ არ მიიღებდა ქვეყანა და ესკალაციის საშუალება მიეცემოდათ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიამ დასკვნაში ნათლად ასახა როგორც ქართველი ხალხის მისწრაფება, ასევე ხალხის მიერ არჩეული მთავრობის გადადგმული ნაბიჯები და კონკრეტული პროგრესი.

„მიიღო ქვეყანამ ეს დადებითი რეკომენდაცია და ამით არ ხარობენ. ახლა ამით ცდილობენ, რომ მოძებნონ გარკვეული ფორმულირებები იმისათვის, რომ კვლავ მოახერხონ შეძლებისდაგვარად ქვეყანაში ვითარების ესკალაცია. ევროკომისიამ თავის დასკვნაში ნათლად ასახა როგორც ქართველი ხალხის მისწრაფება, ასევე ამ ხალხის მიერ არჩეული მთავრობის გადადგმული ნაბიჯები და კონკრეტული პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები