თალაკვაძე: რეფორმები, რომლებმაც მოიტანა შესაძლებლობა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ხალხის მხარდაჭერით
დღეს ჩვენი ქვეყანა არის ბევრად უფრო ევროპული, ბევრად უფრო თავისუფალი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე იყო 10-11 წლის წინ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.
„ასევე, ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში და გავაკეთეთ ჩანაწერი საქართველოს ამ ისტორიული არჩევანის შესახებ. რეფორმები, რომლებმაც მოიტანა შესაძლებლობა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ესეც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ხალხის მხარდაჭერით.
მეტს მიაღწევდა ჩვენი ქვეყანა, რომ გვყოლოდა პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელსაც მართლა აინტერესებს ევროპა და რომელსაც მართლა აინტერესებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა თალაკვაძემ.