“ის ხალხი, ვინც ხალხისა და ხელისუფლების დაშორებაზე საუბრობს, რუსული პროპაგანდის ხაზის გამტარებლები არიან“ – თალაკვაძე

„არცერთ ევროპელს არ მოუვა თავში აზრად, რომ დღეს არსებულ დემოკრატიაში ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს დააშოროს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, “ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელშიც მხარი დაუჭირა საზოგადოებამ და როდესაც ქვეყანა რაღაც შედეგს იმსახურებს, ეს არის ხელისუფლებისა და იმ საზოგადოების საერთო წარმატება, რომელსაც აღწევს, ამ შემთხვევაში, საქართველო”.

“ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა, რადგან ამ ქვეყანაში სწორედ რუსეთმა სცადა, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთისგან დაეშორებინა და ამ გზით ქვეყანაში დესტაბილიზაცია და გადატრიალება მოეხდინა. ის ხალხი, ვინც ხალხისა და ხელისუფლების დაშორებაზე საუბრობს, რუსული პროპაგანდის ხაზის გამტარებლები არიან“, – განმარტა  თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები