თალაკვაძე – ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ისტორია, რომლის გადაწერა არც “ნაცმოძრაობას” შეუძლია, არც მათ დაქირავებულ ლობისტებს და არც არავის

რადიკალურ ოპოზიციაში ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ვისაც გულის სიღრმეში სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის მიმართულებით არაფერი გაუკეთებია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ქრონიკასთან” საუბრისას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ, ხელისუფლების შეცვლისთანავე, პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან.

„როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. შემდეგ ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროპასთან. ამით აღიარეს საქართველოს დოკუმენტების სანდოობა, სასაზღვრო კონტროლი და ბევრი სხვა ინსტიტუტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დაბრუნდა კიდევ ერთხელ. შემდეგ ჩვენ მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შემდეგ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენ 1 თვე გვაშორებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ისტორია, რომლის გადაწერა არც ნაცმოძრაობას შეუძლია, არც მათ დაქირავებულ ლობისტებს და არც არავის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები