თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მშობლიური სოფლის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები