რატომ არ უშვებთ მთავრობის სახელით პრეზიდენტს უცხოეთშიო, იმიტომ რომ ასეთი დიპლომატიური სკანდალი არ გამოიწვიოს ორ ქვეყანას შორის – ირაკლი ქადაგიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოზიცია სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს.
“რთულია პოლიტიკური შეფასება და კომენტარი გაუკეთო პრეზიდენტის მიერ ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის მიმართ გამოთქმული მოსაზრება გასამართლებასთან დაკავშირებით. ეს რეალობასთან აცდენილია, იმ რელაობასთანაა აცდენილი რაც არსებობს საქართველო ჩინეთს შორის ურთიერთობაში. პრეზიდენტის სიტყვა მთავრობის პოზიციას არ გამოხატავს, მერე ისმის კითხვა რატომ არ უშვებთ მთავრობის სახელით პრეზიდენტს უცხოეთშიო – იმიტომ რომ ასეთი დიპლომატიური სკანდალი არ გამოიწვიოს ორ ქვეყანას შორის,” – აცხადებს ქადაგიშვილი.