ჩვენ ველით, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს – ბექა დავითულიანი
“ჩვენ ველით, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, პირველივე დღეებიდან ცდილობდა ამ პროცესის საბოტაჟს. ბევრი მათგანი დადიოდა და ამბობდა, არჩევნებამდე სტატუსის მინიწება არ შეიძლება, რადგან ეს ხელისუფლებას დიდ უპირატესობას მისცემდა.
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ არსებობს უზენაესი მიზნები, რომელიც შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას და ვინც ამაზე მაღლა დადგომას ვერ მოახერხებს, ჩემი აზრით ის ქართული პოლიტიკიდან ჩამოიწერება“, – განაცხადა დავითულიანმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.