რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით – “ქართული თეატრის ამბავი ანუ” გაიხსნა

რუსთავის მერიის მხარდაჭერით, 10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით,  რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, კომედიის მე-9  თეატრალური ფესტივალი გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
კომედიის თეატრალური ფესტივალი  ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით – “ქართული თეატრის ამბავი ანუ” გაიხსნა.
“რუსთავს მდიდარი თეატრალური ისტორია და ტრადიციე ბი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და არამხოლოდ ახალგაზრდებმა, შეძლონ საინტერესო სპექტაკლების ნახვა. რუსთავის თეატრი, მერიის ხელშეწყობით, წელს უკვე მესამედ მასპინძლობს  კომედიის თეატრალურ ფესტივალს. ვინც დღეს ვერ შეძლო მოსვლა, ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს თეატრში, მათ ძალიან საინტერესო სპექტაკლები ელოდებათ საფესტივალო დღეების ფარგლებში”,  – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ავტორი –  ნიკოლოზ წულუკიძე რუსთავის თეატრის სცენაზე, ანსამბლ სუხიშვილებთან, ეკა მამალაძესთან, ნიკა ნიკვაშვილთან   და  ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან ერთად წარსდგა და მაყურებელს ქართული თეატრის აქამდე უცნობი  ისტორიები გააცნო.  საღამოში  მონაწილეობა მსახიობებმა ჯაბა კილაძემ და კახა მიქიაშვილაც მიიღეს.
“ემოციებისგან ვარ დაცლილი იმიტომ, რომ ძალიან რთულია გამოხვიდე ასეთ საპასუხისმგებლო სცენაზე, ისეთი აუდიტორიის წინაშე, სადაც მართლა ქართული თეატრის ოქროს ხანა იწერებოდა. მინდა მადლობა ვუთხრა ქალაქ რუსთავს, რუსთავის თეატრს და მერს – ნინო ლაცაბიძეს ასეთი გულთბილი დახვედრისთვის, სიყვარულისთვის და იმ საოცარი სითბოსთვის, რომლითაც ვბრუნდები უკან” , – განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.
კომედიის ფესტივალზე,  პირველ სპექტაკლს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი წარადგენს. სულ ფესტივალში 12 თეტრალური დასი მიიღებს მონაწილეობას.
“საფესტივალო დღეების ფარგლებში, სპექტაკლებს წარადგენენ  ზუგდიდის, მოზარდ მაყურებელთა, გორის, ილიაუნის, მესხეთის, ბათუმის, თუმანიშვილის კინომსახიობთა, თავისუფალი თეატრის, ქალაქის თეატრის და რუსთაველის თეატრების დასები,  რომლებიც 17 დღის განმავლობაში დაიკავებენ რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის სცენას. ფესტივალის ორი დღე, ვორქშოპს დაეთმობა, სადაც თეატრის ახალგაზრდა მოყვარლები, თოჯინური სპექტაკლის დადგმის სპეციფიკას გაეცნობიან. ტრადიციულად მოეწყობა ახალგაზრდა რეჟისორების  კონკურსიც, რომელშიც სარეჟისორო ფაკულტეტის  სტუდენტები  და მაგისტრანტები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორი,  ჰონორარს სახით ერთი წლის  სწავლის საფასურს მიიღებს და მისი სპექტაკლი, რუსთავის თეატრის სცენაზე დაიდგმება”,- განაცხადა რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ფესტივალის ორგანიზატორმა სოსო ნემსაძემ.
კომედიის თეატრალური ფესტივალი  რუსთავში პირველად  2020 წელს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები