ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები.
პროექტი გარდამავალია და სამუშაოები სრულად 2024 წელს დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.