გორის მუნიციპალიტეტში გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
ირგვება ლუგუსტრუმის, ტუხტის, ნეკერჩხლის, იფნის, წყავის, ტუიის, ტირიფისა და ცაცხვის ნერგები.
უკვე გამწვანდა ბესიკის, ბაქოს, ანტონოვის, რომელაშვილების ქუჩები და სოფელ დიცში ახლად მოწყობილი სარეკრეაციო სივრცე.
სეზონის დასრულებამდე ხე-მცენარეების კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე დაირგვება.