გიორგი მარგველაშვილის საგანგებო ბრიფინგი: ჩემი ვიზიტი ამერიკაში ჩაშლილია (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა, – ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმისთვის, რომ გაეროში მისი ვიზიტი არ შემდგარიყო, საკმაოდ ორგანიზებული მუშაობა ჩატარდა, რაც მისი თქმით, სამწუხაროა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.
„ეს დაპირისპირება რაც იყო, სამწუხაროდ პრობლემურ დაპირისპირებაში გადავიდა. გუშინ მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და გამიჩნდა განცდა, რომ სიტუაციის დალაგებისკენ მივდივართ, თუმცა სამწუხაროდ, ჩატარდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა ვიზიტის საწინააღმდეგოდ და მე მინდა გითხრათ, რომ ამ მუშაობის შედეგად ამერიკაში ვიზიტი ჩაშლილია. ჩემი აზრით, ეს არის არასწორი ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ გადაიდგა. ეს გამომდინარეობს უწყებრივი დაპირისპირებებიდან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=pov30PiKLr8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები