გიორგი ბოტკოველი: თვალს როდესაც გადაავლებ მელიას შემოთავაზებას, იქ ერთობისას ვერაფერს დაინახავთ, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი პირიქით, ხელს უშლის ერთობას
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბოტკოველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინიციატივას ნდობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, ეხმაურება.
ბოტკოველის თქმით, მელიას შემოთავაზებაში ერთობას ვერ ხედავს.
„ძალიან ღრმა შეფასებებში არ შევალ. ერთ რამეს ვიტყვი. მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც სთავაზობენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცაზე გულდაწყვეტილია, გულნატკენია და ასე შემდეგ, ეს არის ერთობის რეალური პრინციპები, ყველა პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დასწრების დოკუმენტში. არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, პირიქით, ხელს უშლის ერთობას და ადამიანები ითხოვენ, გაუქმდეს პარტია და შემდეგ თავიდან ააწყოს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა. იქნება დოკუმენტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოქვეყნდება და ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ერთობაში უნდა იყოს ჩართული, ყველა ადამიანს ველოდებით ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ინფორმაციისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოდის ინიციატივით, პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც, მისი განმარტებით, გახდება პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო.